logo
ENG


ჯანეზაშვილი: სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა ღირსების საკითხია და არა კლანური ჯგუფის
  • 549ნახვები

ეს არის ის შემთხვევა, როდესაც სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა, ჩემი აზრით, არის ღირსების საკითხი. ეს არის პირადი გეგმების, საქმეების და განვითარების თემა და არა რომელიმე კლანური ჯგუფის საკითხი, რომელმაც უნდა მოსთხოვოს მოსამართლეს ან ზეწოლა მოახდინოს მასზე. სხვებმაც უნდა მიბაძონ. არავის აქვს უფლება, რომ მოსამართლეს მოსთხოვოს, რომელ პროგრამაში, როდის და რამდენი ხნით მიიღოს მონაწილეობა.

განაცხადა ორგანიზაცია სასამართლოს გუშაგის ხელმძღვანელმა, ნაზი ჯანეზაშვილმა.

მოსამართლეთა ნაწილი აშშ-ში სასწავლო პროგრამით გაემგზავრა. მათ შორის არიან ეკა არეშიძე, ლევან დარბაიძე, ნინო ელიეშვილი და თამარ ჩიხლაძე. მათ ის მოსამართლეები ჩაანაცვლეს, რომლებმაც ე.წ. კლანს რამდენიმე დღის წინ მხარი დაუჭირეს და უარი თქვეს აშშ-ში გამგზავრებაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა