logo
ENG


ლანდსბერგისი: ბურთი საქართველოს მოედანზეა და მათ უნდა ითამაშონ
  • 511ნახვები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ექნება შანსი, წარმოადგინოს რეფორმები. ვფიქრობ, მას ბევრ შეკითხვას დაუსვამენ. აქამდე არ გვინახავს ისეთი რამ, რაც ჩვენს ოპტიმიზმს წინ წაწევდა, მაგრამ როგორც ყოველთვის, ერთგულნი ვრჩებით საქართველოს ტრანსატლანტიკური კავშირებისკენ მიმავალი გზის მიმართ და როგორც უკვე ვთქვი, ბურთი საქართველოს მოედანზეა და მათ უნდა ითამაშონ.

განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

ლუქსემბურგში ევროკავშირის მინისტერიალი მიმდინარეობს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ილია დარჩიაშვილთანაც გამართავენ. განხილული იქნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები და საუბარი იქნება ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზეც.
 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა