logo
ENG


ღარიბაშვილი აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებზე: თითქოს წამალი რომ მივცეთ, ყველაფერი შეიცვლება
  • 1001ნახვები

მე მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ სახელმწიფოს უარი არ უთქვამს ამ მედიკამენტების დაფინანსებაზე, არც მინისტრს, არც მის მოადგილეს, არც არავის ჩვენი მთავრობის რომელიმე წარმომადგენელს. მე მინდა კარგად ავუხსნა ჩვენ საზოგადოებას და პირველ რიგში ჩვენს ძვირფას მშობლებს, მე მესმის მათი ემოციების მათი ნერვიულობის. ბოლო დღეების განმავლობაში ვინც არ არის ამ საკითხში ჩახედული, ასე წარმოაჩინა საკითხი, რომ მიეცით წამალი ბავშვს, თითქოს მთავრობამ წამალი რომ მისცეს ყველაფერი შეიცვლება, ასევე იმასაც კადრულობენ, თითქოს მათ სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, რაც ძალიან დიდი ტყუილია.

იცით თქვენ ძალიან ბევრი ჩვენ გარშემო, მეც ძალიან ბევრი ნაცნობი მყავს, რომლის შვილიც ასეთი დიაგნოზით არის და მას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი ვიცი მთელ მსოფლიოში, რომლებიც არიან წარმატებული და მათი დისკრიმინაცია არ შეიძლება საერთოდ.

განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მე-6 დღეა, მთავრობის კანცელარიასთან ღამეს ათევენ - ისინი მოითხოვენ, სახელმწიფომ ბიუჯეტიდან მედიკამენტისთვის საჭირო თანხები გამოყოს, რათა ბავშვებმა მკურნალობა შეძლონ.



ასევე ნახეთ
close დახურვა