logo
ENG


იოსელიანი: ჩემი საქმიანობის ნაწილი არაა, რომ პოლიტიკოსებთან ერთად აქციაზე მივიდე
  • 840ნახვები

მთელი ეს პერიოდი ჩვენი თანამშრომლები არიან მათთან [მშობლებთან] ხაზზე და დღესაც ჩემი დეპარტამენტის უფროსი იმყოფებოდა მათთან და კიდევ ერთხელ დაათვალიერა და ნახა ის გარემო, სადაც მათ უწევთ თავიანთი პროტესტის გამოხატვა.

მე არანაირი პრობლემა არ მაქვს უშუალოდ ამ ადამიანებთან შეხვედრის, იმიტომ, რომ ჩემი ინიციატივით მოხდა მათთან თავიდანვე დაკავშირებაც და კომუნიკაციაც. მე ძირითადად მიკავშირდებიან პოლიტიკოსები, რომლებიც მთხოვენ აქციაზე მისვლას და ახლა პოლიტიკოსებთან მე არ ვაპირებ, იმიტომ, რომ ეს არ არის ჩემი საქმიანობის ნაწილი, რომ პოლიტიკოსებთან ერთად მივიდე რამე აქციაზე.

განაცხადა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა.

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები უკვე მე-6 დღეა მთავრობის კანცელარიასთან ღამეს ათევენ - ისინი მოითხოვენ, სახელმწიფომ ბიუჯეტიდან მედიკამენტისთვის საჭირო თანხები გამოყოს, რათა ბავშვებმა მკურნალობა შეძლონ.



ასევე ნახეთ
close დახურვა