გამოქვეყნდა ახალი კვლევა, რომელიც მარტის თვეში ჩატარდა. უკანასკნელ 3 თვეში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2.5 - ჯერ გაიზარდა! ნოემბრის კვლევით - 25 % ჰქონდა "ოცნებას" და ენმ - ს 6 %. მარტის თვის კვლევით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აქვს 14 % და "ოცნებას" 19 %. კვლევის მიხედვით სხვა პარტიებს ენმ 7- ჯერ უსწრებს. ეს კვლევა, აჩვენებს რუსული ოცნების დასასრულს! რუსმა ივანიშვილმა, ყველაზე კარგად იცის, რომ ნაციონალური მოძრაობა იზრდება და ამიტომ აბსოლუტურად ყველა ხერხით გვებრძვის! ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ასე ახლოს რუსული ოცნების დამარცხებასთან არასდროს ვყოფილვართ! და ბოლოს... ტყვეობაში, ნაწამები, სიკვდილის პირას მიყვანილი სააკაშვილი, პირად რეიტინგში უგებს ბიძინა ივანიშვილს!
წერს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი.
დღეს IRI-ის კვლევის ახალი შედეგები გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, უახლოეს შაბათს არჩევნები რომ იყოს, მოსახლეობის 20%-მა არ იცის ვის მისცემს ხმას, 19% ქართულ ოცნებას დაუჭერდა მხარს, 14% - ნაციონალურ მოძრაობას, 3% - საქართველოსთვის, გირჩი - მეტი თავისუფლება - 3%, ლეიბორისტული პარტია - 2%, ლელო - 2%, გირჩი - 2%, სტრატეგია აღმაშენებელი - 2% და ა.შ.