logo
ENG


ოხანაშვილი IRI-ზე: რაც არ უნდა კვლევები ჩატარდეს, ხალხის აღქმის მანიპულირება ვერ მოხდება
  • 518ნახვები

საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა, როდესაც აქვეყნებ კვლევას, რომელიც ჩაატარა კომპანიამ, რომელიც არის მიკერძოებული. შეკითხვებიც რომ ნახოთ, იმ ფორმით არის შეკითხვები დასმული, რომ იკვეთება ავტორის სუბიექტური ინტერესი, თუ რა პასუხს ელის უკვე შესაბამისი პირებისგან, რესპონდენტებისგან. აქედან გამომდინარე, ჩვენ რაც არ უნდა დიდი ინტერესი გვქონდეს, რომ ვენდოთ კვლევას, თვითონ შეკითხვები იმ ფორმით არის შედგენილი, რომ ამ კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის სანდოობას შეკითხვებითვე ეჭვქვეშ აყენებს. 

ჩვენი საზოგადოება აკვირდება, რა ვითარებაშია ნაციონალური მოძრაობა - ამას აღარ სჭირდება შეფასება, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური დღეები დათვლილია და მათი პოლიტიკური ასპარეზი შეზღუდულია. ამ პირობებში როცა ასეთ რეიტინგს უწერ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ერთადერთი ინტერესი სუბიექტურობა და მიკერძოებულობაა.

რაც არ უნდა კვლევები ჩატარდეს, ჩვენი საზოგადოების რეალური აღქმის მანიპულირება ვერ მოხდება. ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება ნაციონალური მოძრაობის მიმართ ვერანაირად ვერ შეიფუთება, ეს ყოველ ჯერზე დასტურდება ხოლმე არჩევნებზე. ასე რომ, არის შუალედური არჩევნები და კიდევ ერთხელ გამოიკვეთება ამ არჩევნებშიც ვის რა პოლიტიკური წონა აქვს.

 

განაცხადა ქართული ოცნების წევრმა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევასთან დაკავშირებით. 

 


IRI
ასევე ნახეთ
close დახურვა