logo
ENG


კობახიძე შაჰინზე: ავტოკრატიული იყო ის ხელისუფლება, რომელსაც აქებდა - უსამართლო განცხადებაა
  • 467ნახვები

ავტოკრატიისკენ წასულიც იყო და იქ იყო ის ხელისუფლება, რომელსაც, სამწუხაროდ, ქალბატონი შაჰინი აქებდა 2012 წლამდე. ჩვენ გვახსოვს მისი დამოკიდებულება. მისი განცხადება რა თქმა უნდა არის აბსოლუტურად უსამართლო, ვეცდები, რომ ვიყო მაქსიმალურად კორექტული. საქმე ეხება სენატორს, აქედან გამომდინარე, მხოლოდ ამ ზოგადი კომენტარით შემოვიფარგლები - ეს იყო ძალიან უხეში, უსამართლო განცხადება, რომელიც მან გააკეთა

 

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. 27 აპრილს ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა თქვა, რომ "საქართველოს მთავრობა სულ უფრო და უფრო მიდის ავტოკრატიისკენ".



ასევე ნახეთ
close დახურვა