logo
ENG


ჯაფარიძე: დაგვიჭერენ ყველას, ვინც გავაპროტესტებთ ნებისმიერ რამეს, რაც რუსეთში გვაბრუნებს
  • 592ნახვები

რუსული კანონის უკან წაღების შემდეგ ვამბობ, რომ ესენი კიდევ გააკეთებენ რამეს, რაც შეუძლებელს გახდის ევროკავშირისთვის ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემას

ივანიშვილის მიზანია ერთი მხრივ პროევროპულად განწყობილი მოსახლეობის ნაწილის დაშტერება, რომ თითქოს ყველაფერს აკეთებს სტატუსის მისაღებად, ხოლო მეორე მხრივ ამ პროცესისთვის მაქსიმალურად ხელის შეშლა, რათა თავის სამართლებელი ჰქონდეს კრემლთან სტატუსზე გეოპოლიტიკური მიზეზებით დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში - ყველანაირად შევეცადე ჩაგდება, მაგრამ რა ვქნა, მაინც მოგვცეს.

ის რაც ახლა ხდება ალტ-ინფოს ახალი კანონით (თუნდაც ინჯიას დაარეგისტრირებინონ ხელახლა), არის სწორედ ეს - სტატუსის მიღებისთვის და ზოგადად ევროპული არჩევანისთვის კიდევ ერთხელ ძირის გამოთხრა. მორიგი საბოტაჟი.

ეს კანონი არის მიმართული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ და საფუძველს შექმნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლი აქტივისტების (გინდა პარტიული, გინდა უპარტიო) რეპრესიებისთვის.

დაგვიჭერენ ყველას ვინც გავაპროტესტებთ ნებისმიერ რამეს რაც ამ ქვეყანას აბრუნებს რუსეთში.

ეს არის დიდი ნაბიჯი რუსეთიზაციისკენ. იგივე მიზნის უფრო სწრაფად მიღწევა, რასაც ვერ მიაღწიეს წინა რუსული კანონით.

ანუ, უარესია ვიდრე მათი წინა მცდელობა.

ესენი არიან რუსები.

იქცევიან როგორც რუსები.

გვექცევიან როგორც რუსები.

ამათმა უნდა გააჯვან.

 

აცხადებს პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. 

ძალადობრივმა, პრორუსულმა ჯგუფმა ალტ-ინფომ პარლამენტში გასული წლის ნოემბერში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ცვლილება უნდა შევიდეს შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში და გაჩნდეს შემდეგი მუხლი: "აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, თუ იგი მიზნად ისახავს ან რომლის დროსაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებას, პოპულარიზაციას ან/და პროპაგანდას".

დღეს ევროპელი სოციალისტების დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ კვლავ განაცხადა პარლამენტში, რომ "ლგბტ პროპაგანდა" უნდა აიკრძალოს. მისივე თქმით, შესაბამისი კანონპროექტის მომზადებასაც გეგმავს.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა