logo
ENG


ფინეთის პრეზიდენტი: NATO უფრო ძლიერია, როდესაც ერთი ხმით საუბრობს
  • 690ნახვები

ძირითადი ელემენტი აქ ისაა, რომ NATO-მ 2008 წელს, ბუქარესტში მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასთან და საქართველოსთან დაკავშირებით. სხვა ძირითადი ელემენტი კი ღია კარის პოლიტიკაა, რომელიც მკაფიოდ გაცხადებულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვილნიუსში NATO-ს წევრმა ყველა ქვეყანამ ამასთან დაკავშირებით ერთი ხმით ისაუბროს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა პოზიცია. მაგალითად, ჩვენი და შვედეთის წევრობასთან დაკავშირებით. NATO უფრო ძლიერია, როდესაც ერთი ხმით საუბრობს და სწორედ ეს უნდა განვიხილოთ ვილნიუსის სამიტამდე.

განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პრესკონფერენციისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა