logo
ENG


პაპუაშვილი: NDI-IRI-ის კვლევა არაობიექტურობის ეპითეტად იქცა
  • 571ნახვები

ხელისუფლება უკმაყოფილოა, ოპოზიცია უკმაყოფილოა, არავინ არ ენდობა, საზოგადოება არ ენდობა ამას და რა დანიშნულება აქვს მაშინ ამ კვლევას? ჩვენც ხომ საზოგადოების ნაწილს წარმოვადგენთ, პარტიები არ ენდობიან, საზოგადოება არ ენდობა, ეპითეტად იქცა NDI-IRI-ის კვლევა, როგორც არაობიექტურობის ეპითეტად იქცა. დავაკვირდეთ, ნებისმიერი კვლევა, როცა გამოქვეყნდება, ვნახოთ შემდეგ მედია სივრცეში, რა ხდება.

პირველი ეს არის დაბნეულობის შემოტანა საზოგადოებაში, უი, ნუთუ ამხელა რეიტინგი აქვთ... მეორე შემოტანა კვლავ დესტრუქციული დღის წესრიგისა, იმისსა მიხედვით, რომ მანიპულირება მოხდეს და დღესაც ვნახეთ, რომ ყველა თავის სასარგებლო რაღაც შედეგებს ეძიებს ხოლმე და ამას წამოწევს წინ და პირდაპირ მიდის ამაზე პროპაგანდა.

შესაბამისად, ინსტრუმენტი, რომელიც იწვევს და რომლის მიზანი არის დაბნეულობის შემოტანა საზოგადოებაში, ამ ინსტრუმენტს ჰქვია პროპაგანდა. შესაბამისად, ამ კვლევებს სხვა არანაირი დანიშნულება - ჩვენ შედეგებიდან თუ ამოვალთ - გარდა პროპაგანდისა არ აქვს. საერთო ჯამში ჩვენ საქმე გვაქვს არა საზოგადოებრივი აზრის კვლევასთან, არამედ საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მცდელობასთან.

განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში.



ასევე ნახეთ
close დახურვა