ერთგვარი კამპანია წამოიწყეს ჩემს წინააღმდეგ, რომ თითქოს მე ვაკეთებ ანტიდასავლურ განცხადებებს - გუშინ მე მქონდა შესაძლებლობა, მედიასთან გამეკეთებინა განცხადება, რომ ვერცერთ ჩემს განცხადებას ვერ წარმოადგენენ, რომ იყოს ანტიდასავლური ან ვინმეს წინააღმდეგ, ან რამის წინააღმდეგ.
შემდეგ გამოაქვეყნეს ის გამონათქვამები, რომელიც არის პასუხი იმ კონკრეტულ ევროპარლამენტარი შეიძლება იყოს, შეიძლება, სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, რომლებიც არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ. პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, ვუთხრათ საზოგადოებას, რა არის დასამალი - ნაცარს გვაყრიან თვალებში და ჩვენ ვეუბნებით: "მე არ შევიყრი ნაცარს თვალებში" [...]
როდესაც თეთრზე გეუბნებიან შავიაო, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ამის გატარებას და აბსოლუტურად გულწრფელი ვარ. კალაძე არის რუსეთუმეო, ამას ამბობს ვინ? ლევან ხაბეიშვილი, აი, მართლა, ღმერთო, მართლა მეტეორი რატომ არ დაგვეცემა თავში.
განცახადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ იმედის ეთერში.