logo
ENG


პუტინი: ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ ომია გაჩაღებული, მაგრამ საკუთარ უსაფრთხოებას ვიცავთ
  • 531ნახვები

ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ კვლავ გაჩაღებულია ნამდვილი ომი, მაგრამ ჩვენ დავუპირისპირდით საერთაშორისო ტერორიზმს და ვიცავთ დონბასის მოსახლეობას და საკუთარ უსაფრთხოებას. ჩვენ გვინდა მშვიდობიანი, თავისუფალი და სტაბილური მომავალი ვნახოთ. პირველობის იდეოლოგია ამაზრზენი და მიუღებელია. დასავლეთის ელიტები კი ამტკიცებენ საკუთარ განსაკუთრებულობას, ახდენენ სისხლიანი კონფლიქტების პროვოცირებას და თესენ რუსოფობიას და აგრესიულ ნაციონალიზმს. ანადგურებენ ტრადიციულ, ოჯახურ ღირებულებებს. დაუსჯელობას, ამპარტავნობას და ამბიციას ტრაგედიები მოჰყვება. სწორედ ამაშია იმ კატასტროფის მიზეზი, რასაც დღეს უკრაინელი ხალხი განიცდის. ის გახდა სახელმწიფო გადატრიალების და მასზე აღმოცენებული რეჟიმისა და მისი მფარველობის მძევალი.

განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 9 მაისის აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა