logo
ENG


ხაბეიშვილი: პაპუაშვილის განცხადება ემსახურება არარუსული ორგანიზაციების დისკრედიტაციას
  • 550ნახვები

როცა საუბარია აუდიტზე და ამას პარლამენტის თავმჯდომარე აკეთებს, უნდა მოეკითხა მაგალითად ღარიბაშვილმა რომ მის მეუღლეს ტყე აჩუქა, რატომ არ მოითხოვა აუდიტი? ნარმანიამ რომ აჩუქა მის მეუღლეს, გადასცა რამდენიმე წლით ტყე, რატომ არ მოიკითხეს ეს ამბავი? ჯვრის მონასტერი, გელათი რომ ინგრევა, ამაზე მოითხოვა პარლამენტის თავმჯდომარემ რაიმე აუდიტის ჩატარება? 

ცხადია, მისი ეს განცხადება ემსახურება ერთადერთს, როგორმე დისკრედიტაცია მოახდინოს იმ ორგანიზაციების, რომლებიც არ არიან რუსულები, არ ატარებენ კრემლის პროპაგანდას, არ ემთხვევიან სოლოვიოვსა და მარგარიტა სიმონიანს. 

ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას.

შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ რამდენიმე პარტია არასამთავრობო ორგანიზაციებს აფუძნებს, რის შემდეგაც გრანტებს იღებენ და ამ ფულს პოლიტიკაში მოიხმარენ. პარლამენტის სპიკერი აუდიტის სამსახურს მოუწოდებს, საკითხით დაინტერესდეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა