logo
ENG


ხაზარაძე: რუსეთის ეს ნაბიჯი გადადგმულია იმ დროს, რომ ხელი შეუშალოს EU-ის სტატუსის მიღებას
  • 528ნახვები

რუსეთი საქართველოს ოკუპაციის გეგმას ქართული ოცნების მეშვეობით მიზანმიმართულად ახორციელებს. რუსული ავიაკომპანიების ფრენების აღდგენა შეიძლება ქვეყნის დასანქცირების მიზეზი გახდეს. ამის შესახებ არაერთხელ უთქვამთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. ამის გაკეთება არ შეიძლება, ეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

ქართველებისთვის 90-დღიანი სავიზო რეჟიმი პროვოკაციული სატყუარაა. ასევე, რუსების უკონტროლო და უვადო შემოსვლა წინააღმდეგობაშია ქვეყნის უსაფრთხოებასთან. ლელო ითხოვდა და ითხოვს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას სარკისებური პრინციპით. რუსეთის ეს ნაბიჯი გადადგმულია იმ დროს და იმ ფორმით, რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. "ქართული ოცნება" და რუსული პოლიტიკა ერთი და იგივეა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო ქართველების გარეშე არ დარჩეს, რაც პირდაპირ რუსული ინტერესია.

ასე ეხმაურება ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ვლადიმერ პუტინის დღევანდელ გადაწყვეტილებას სავიჟო რეჟიმისა და პირდაპირი ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა