logo
ENG


გახარია: რუსეთის გადაწყვეტილება არის საქართველოს მთავრობის "კარგი ქცევის" შედეგი
  • 651ნახვები

რუსეთის გადაწყვეტილება ფრენების აღდგენაზე და სავიზო შეზღუდვის მოხსნაზე არის საქართველოს მთავრობის "კარგი ქცევის" შედეგი, რისთვისაც საქართველოს მთავრობა ხშირად იმსახურებს რუსეთის მაღალჩინოსნების ქებას. ივანიშვილი საქართველოს აგრესორის მხარეს აყენებს და საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას ქართველი ხალხის სურვილის წინააღმდეგ.

განაცხადა პარტია საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ ვლადიმერ პუტინის დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ. დღეს პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა და პირდაპირი ფრენები დაუშვა.



ასევე ნახეთ
close დახურვა