logo
ENG


მურუსიძე: ვფიქრობ, სასამართლო სისტემა ასეთი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა
  • 867ნახვები

რა არის იცით, უსმენთ ხოლმე ამერიკულ გადაცემებს? კორუმპირებულიაო იძახიან ხოლმე ბევრ ისეთ თანამდებობის პირზე თვითონ აშშ-ში და ბევრი ლაპარაკობს... ეს ხომ არ ნიშნავს, რომ კორუმპირებულია? ყველაფერს ხომ დამტკიცება უნდა. ვფიქრობ, რომ სასამართლო სისტემა ასეთი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასდროს ყოფილა.

განაცხადა შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულმა მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის სანქციები დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ აცხადებს, რომ ჰქონდათ სანდო ინფორმაცია, რის თანახმადაც, მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით.



ასევე ნახეთ
close დახურვა