თუკი ვინმეს სჭირდება ხოლმე შეხსენება, რისგან უნდა გათავისუფლდეს ეს ქვეყანა, ივანიშვილის რეჟიმთან ერთად კი არა, როგორც ნაწილი და სახე ამ რეჟიმის, აი, ეგ არის ის სახე, ადამიანები, რომლებიც ძალაუფლებით ტკბებიან, დასცინიან საზოგადოებას - ილია ჭავჭავაძის სიტყვები მაგიტომ გავიხსენე, ნაფიცმსაჯულები არიან, სადაც მსაჯულობს სინდისი ერისა - ილიას სიტყვებია, ჩემი არა - და რაც ვიხილეთ გუშინ, ეგ არის, სადაც მსაჯულობს სინდისი ჩინოვნიკისა, შემთხვევით არ იყენებდა რუსულ სიტყვას, მაშინ რუსეთის იმპერიის მიერ დაპყრობილი ვიყავით და დღეს ეგ ხალხი არის ნაწილი ამ რეჟიმის.
ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია მოსამართლეების შესახებ.