logo
ENG


კობახიძე: სტრასბურგმა წერტილი დაუსვა კამპანიას, თითქოს სააკაშვილი ყოველდღიურად კვდებოდა
  • 270ნახვები

თავიდანვე ვამბობდით, რომ სტრასბურგში ამ სარჩელს არ ჰქონდა არავითარი პერსპექტივა და ამას აქვს ერთი მარტივი მიზეზი, ხელისუფლება, შესაბამისი უწყებები, დაწესებულებები ყველაფერს აკეთებენ, რათა თითოეული პატიმრის უფლებები იყოს დაცული, მათ შორის პატიმარ სააკაშვილის უფლებები იყოს დაცული. ამ პირობებში ასეთ სარჩელს ვერ ექნებოდა პერსპექტივა.

გარდა ამისა, ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგმა წერტილი დაუსვა წელიწადნახევრიან კამპანიას იმასთან დაკავშირებით, თითქოს მიხეილ სააკაშვილი ყოველდღიურად კვდებოდა საპატიმრო დაწესებულებაში. ეს იყო სიცრუეზე, სიყალბეზე აგებული კამპანია და ამ კამპანიას დაესვა წერტილი სტრასბურგის გადაწყვეტილებით. ეს გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად პროგნოზირებადი, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლება მოქმედებს სტანდარტების შესაბამისად, ეს არის ადამიანის უფლებების სტანდარტები, ეს არის ჰუმანური მიდგომის სტანდარტები, რაც 2012 წლიდანაა დანერგილი ჩვენს ქვეყანაში.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. 

12 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს უარი უთხრა დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე, რომელიც ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვდა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა