logo
ENG


ღარიბაშვილი: ქართველებმა კარგად ვიცით, რა ფასი აქვს ომს, ამიტომ, მეტად ვაფასებთ მშვიდობას
  • 606ნახვები

მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ერთგულნი ვართ ადამიანის უფლებების, დემოკრატიის ფუნდამენტური უფლებების. დღეს ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე ვიმყოფებით, რომელიც გულისხმობს უკრაინაში რუსეთის აგრესიას, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ჩვენ კარგად გვახსოვს ის სრულმასშტაბიანი ომი, რომელიც რუსეთთან გვქონდა 2008 წელს, ჩვენ ძალიან დიდი დანაკლისი გვქონდა, სიცოცხლისა და ტერიტორიების კუთხით. ჩვენ, ქართველებმა კარგად ვიცით, რა ფასი აქვს ომს და მშვიდობას. ჩვენ ვაცნობიერებთ, რა შედეგი მოაქვს ომს, ამიტომ მეტად ვაფასებთ მშვიდობას.

რაც ჩვენი მთავრობაა ხელისუფლებაში, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უწყვეტი მშვიდობა იყოს ქვეყანაში. დღევანდელი სამყარო, წესრიგი იცვლება და ამ სირთულეებიდან გამოსავალი მარტოდ ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ შეიძლება იპოვოს, ამიტომ გვჭირდება ერთად ყოფნა, ერთად ყოფნით შევძლებთ ამ მიზნების დაკმაყოფილებას. ბოლო წლებში დემოკრატიებმა ბევრი გამოწვევა იწვნიეს, ამ გამოწვევების მიუხედავად, საქართველო მტკიცეა და ჩვენი მთავრობა ერთგულია იმ ვალდებულებებისადმი და ძირეული ფასეულობებისადმი, რომელიც გულისხმობს - თანაბარუფლებიანობას, ადამიანის უფლებებს, სამართლის უზენაესობას.

განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეიკიავიკის სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს. [სინქრონული თარგმანი]

 



ასევე ნახეთ
close დახურვა