logo
ENG


ღარიბაშვილი: 2012-დან ეფექტური პოლიტიკა გვაქვს, გავაუმჯობესეთ სასამართლო, საარჩევო სისტემა
  • 471ნახვები

მას შემდეგ, რაც 2012 წელს მოვედით ხელისუფლებაში, ჩვენი მთავრობა ეფექტურ პოლიტიკას ახორციელებს და ჩვენი ხედვა არის ასახული ქმედებაში. ჩვენ გავაუმჯობესეთ როგორც სასამართლო სისტემა, ასევე საარჩევნო სისტემა, ეს არის ჩვენი განვითარების დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი. სასამართლო, საარჩევნო სისტემებში მოხდა საკანონმდებლო ცვლილებები იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებების დაცვა, რაც შეეხება მედიის უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას, ეს ყველაფერი გათვალისწინებულია ჩვენს დღის წესრიგში. გამჭვირვალობა, გახსნილობა არის ჩვენი ხელწერა. 

საქართველო არის აღმოსავლეთ ევროპის ლიდერი. საერთო ჯამში, საქართველო იქცა სამაგალითო დემოკრატიად რეგიონში და დადებითი შეფასება გვაქვს მიღებული საერთაშორისო დონეზე. წინსვლა გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით, ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი სამიზნე ორიენტირია, იცით, რომ განაცხადი გავაკეთეთ წევრობაზე და ეს არის ჩვენი ერის მიზანი. მივიღეთ ევროპული პერსპექტივა და ამით დადასტურდა, რომ ჩვენი მომავალი ევროკავშირშია. ჩვენი სამომავლო მიზანია ევროკავშირში გაწევრება, ამ მიზნით და მიმართულებით მივდივართ და რეკომენდაციებს ვახორციელებთ იმისათვის, რომ მივიღოთ სტატუსი.

განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეიკიავიკის სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს. [სინქრონული თარგმანი]



ასევე ნახეთ
close დახურვა