logo
ENG


უნგრეთის ელჩი: იუსტიციაში პირობა მოგვცეს, სააკაშვილი მიიღებს სათანადო სამედიცინო დახმარებას
  • 568ნახვები

გვინდა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ საქართველო ზრუნავს ყველა პატიმარზე, არ აქვს მნიშვნელობა ეს პატიმარი იყო პოლიტიკოსი თუ ვინმე სხვა - ყველას უნდა მოექცნენ სამართლიანად. ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ქვეყანაში უნდა იყოს კანონის უზენაესობა, სამართლიანობა და კანონის წინაშე ყველა თანაბარი უნდა იყოს. ჩვენ პირობა მოგვცეს, რომ სააკაშვილი მიიღებს სათანადო სამედიცინო დახმარებას. დღევანდელმა შეხვედრამ ნათელი მოჰფინა ბევრ კითხვას, რაც ჩვენ გვქონდა. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ სტრასბურგის და საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებებიც.

 

 

განაცხადა საქართველოში უნგრეთის ელჩმა ანა მარია შიკომ იუსტიციის სამინისტროში დიპლომატებთან საგანგებო შეხვედრის შემდეგ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას შეეხებოდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა