logo
ENG


ლომჯარია: შეხედეთ, ვის უხარია ფრენები და მიხვდებით, ვის სჭირდებოდა მისი აღდგენა
  • 524ნახვები

ხელისუფლებაში ყოფნიდან მეცამეტე წელს ქართული ოცნება წარმატებად გვასაღებს ომის საერთაშორისო დანაშულში ძებნილ, დასანქცირებულ, იზოლირებულ, ყველასგან მოძულებულ პუტინის ხელისუფლებასთან "შეთანხმების მიღწევას", რომ მათმა ჯართმა თვითმფრინავებმა ფსბ-ს აგენტებითურთ საქართველოში იფრინონ. ამას გვთავაზობენ ევროპასთან ინტეგრაციის სანაცვლოდ.

შეხედეთ, ვის უხარია ფრენები და მიხვდებით, ვის სჭირდებოდა მისი აღდგენა. "ოცნებავ", ესეც არაა თქვენი დამსახურება, ოღონდ, დასჭირდა კრემლს საქართველო და გიყენებენ.

წერს Facebook-ზე საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.



ასევე ნახეთ
close დახურვა