logo
ENG


ვოლსკი: ლავროვის შვილი იყო, მოგვიანებით გავიგეთ - ახლა ვინოკუროვაა, ქმრის გვარზეა
გია ვოლსკი
20 მაი, 2023 22:22
ვოლსკი: ლავროვის შვილი იყო, მოგვიანებით გავიგეთ - ახლა ვინოკუროვაა, ქმრის გვარზეა
  • 6226ნახვები

ლავროვის შვილი იყო, როგორც მოგვიანებით გავიგეთ. ახლა იგი ვინოკუროვაა, სხვა გვარით არის, ქმრის გვარზეა. ქმრის ძმის ქორწილი იყო, როგორც მეუბნებიან და ქმრის ძმა საკმაოდ ანტირუსული განცხადებებით არის ცნობილი, მათ შორის, Facebook-ზე და მათ შორის, საკმაოდ პოზიტიური კომენტარები ჰქონია - არა ომს, არა უკრაინაზე თავდასხმას და ა.შ. მთლად რადიკალური განცხადებები არ არის - ძირს პუტინი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საკმაოდ თავისუფლად მოაზროვნე ხალხია.

რა ურთიერთობა აქვს მამასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამთავრა, იქ ცხოვრობდა ეს გოგო თვითონ. მე მგონი, ამერიკული პასპორტიც აქვს. არის თემები, მაგრამ რა არის, იცით? ისეთ რაღაცებზე ვჭორაობ, არ არის სასიამოვნო...

ლავროვი არის ერთ-ერთი ლიდერი იმ აგრესორი ქვეყნის, რომელიც ჩვენი ხელმოწერით გაირიცხა ევროპული სტრუქტურებიდან, ფორმატებიდან, გადაეცა ჰააგის ტრიბუნალს...

ცუდია, არ მომწონს, არ უნდა ჩამოვიდეს ლავროვის შვილი აქ. არ უნდა ჩამოვიდეს პოზნერი და არ უნდა ჩამოვიდეს მიხალკოვი, რომელსაც ეახლა და ქედმოხრით ელაპარაკებოდა სააკაშვილი. არ უნდა ჩამოვიდეს, მაგრამ პოზნერს - 90 წლის კაცს, თუნდაც ამ ქალს, ქორწილში ჯოხით, რომ გაეკიდები, რაღაც ის რეალობა არაა, რაც უნდა აისახოს.

ასე უპასუხა ქართული ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკიმ კითხვას - ფლობს თუ არა ინფორმაციას საქართველოში სანქცირებული მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით. განცხადება ვოლსკიმ იმედის ეთერში გააკეთა.

19 მაისს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყვარელში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიძის ძმა ქორწილის გადახდას აპირებს. დღეს მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს, რა დროსაც 16 ადამიანი დააკავეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა