logo
ENG


იოსელიანი აქციაზე: გასაგებია იმ ადამიანების აღშფოთება, რომლებმაც პროტესტი გამოხატეს
  • 674ნახვები

ჩემთვის, ამ შემთხვევაში, როგორც სახალხო დამცველისთვის, როგორც მოქალაქისთვის სრულიად გასაგებია ის, რაც მოხდა ამ ქორწილის თუ შეკრების ირგვლივ. იმიტომ, რომ როდესაც შენი ქვეყანა არის ოკუპირებული, იქ რა თქმა უნდა ასეთი ვიზიტები, განსაკუთრებით, როდესაც მაღალი თანამდებობის პირების შვილები ჩამოდიან, განსაკუთრებული სენსიტივობით აღიქმება. სრულიად გასაგებია იმ ადამიანების აღშფოთება, რომლებიც მივიდნენ და პროტესტი გამოხატეს იქ [აქციაზე].

განაცხადა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა.

გუშინ, პარლამენტთან მორიგი საპროტესტო აქცია "რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება!" გაიმართა. ორგანიზატორების მოთხოვნა რუსეთთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტა იყო.



ასევე ნახეთ
close დახურვა