logo
ENG


შოლცი: მშვიდობა ვერ მიიღწევა კონფლიქტის გაყინვით, რუსეთმა უკრაინიდან ჯარი უნდა გაიყვანოს
ოლაფ შოლცი
21 მაი, 2023 13:09
შოლცი: მშვიდობა ვერ მიიღწევა კონფლიქტის გაყინვით, რუსეთმა უკრაინიდან ჯარი უნდა გაიყვანოს
  • 554ნახვები

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ახლა აქაა, არა მხოლოდ დიდი შვიდეულის ქვეყნებთან სალაპარაკოდ, რომელთა დიდ ნაწილთან უკვე მრავალმხრივი, ინტენსიური დიალოგი აქვს. დაიწყო სრულიად ახალი, ინტენსიური დიალოგი გლობალური სამხრეთის ქვეყნებთან, რომლებიც აქ არიან წარმოდგენილი. ეს ყველაფერი მაღალ დონეზე, პირისპირ ხდება. მჯერა, რომ ეს მნიშვნელოვანია. ამ კოფლიქტში მნიშვნელოვანია გზავნილიც. თუკი ახლა ბევრი გამოდის წინადადებით იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ვუზრუნველყოთ მშვიდობა და უსაფრთხოება, რათა თავი დავაღწიოთ ამ ომს, ასევე მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ეს ვერ მიიღწევა ამ კონფლიქტის გაყინვით და რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებით, რუსეთმა [უკრაინიდან] ჯარი უნდა გაიყვანოს.

განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ჰიროსიმაში, დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში.

ორი დღეა იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში დიდი შვიდეულის სამიტი მიმდინარეობსგუშინ დიდი შვიდეულის ქვეყნებმა უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომი კიდევ ერთხელ დაგმეს და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს



ასევე ნახეთ
close დახურვა