logo
ENG


თალაკვაძე ფრენებზე: მინდა, დავარწმუნო პარტნიორები, შეშფოთების საფუძველი არ არსებობს
  • 512ნახვები

მინდა დავარწმუნო ჩვენი პარტნიორები, რომ შეშფოთების საფუძველი რეალურად არ არსებობს, ვინაიდან თავის დროზე, რუსეთის ფედერაციას ცალმხრივად ჰქონდა ეს გადაწყვეტილება მიღებული ჩვენი მოქალაქეების სანქცირებასთან დაკავშირებით და ახლაც ცალმხრივად, ჩვენი მონაწილეობის გარეშე მიიღეს ეს გადაწყვეტილება. რეალურად, საქმე ეხება უბრალო მოქალაქეების მიმოსვლას. ის, რასაც რადიკალური ოპოზიცია ითხოვს ხელისუფლებისგან, არის წარმოუდგენელი, მიუღებელი და წინააღმდეგობაშია ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებთან. ისინი, პრაქტიკულად, ითხოვენ, რომ დავასანქციროთ ჩვენი მოქალაქეები.

ამბობს ქართული ოცნების წევრი არჩილ თალაკვაძე. 

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეტიუ მილერის თქმით, აშშ შეშფოთებულია საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენით. მისივე განცხადებით, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში, შესაძლოა, სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა