logo
ENG


ღარიბაშვილი: 2008-ში არავის ჰქონია სწორი რეაქცია, ჩვენი ომი ომი არაა და უკრაინის არის?
  • 1648ნახვები

საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, ჩვენ ზიანს მივაყენებთ ჩვენს ხალხს, თუ მსგავს ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ რუსებს, ორმხრივს. ჩვენ 2008 წელს გვქონდა ომი, კარგად გემახსოვრებათ, გახსოვთ ვინმე, ვინც დააწესა სანქციები რუსეთის მიმართ? - მსოფლიოში არავინ არ იქონია სწორი რეაქცია, არც ადეკვატური. ამიტომ, ჩემი კითხვა ისმის ასე: სად არის ლოგიკა? ჩვენი ომი არ არის ომი და უკრაინაში არსებული ომი ომია? ძალიან იმედგაცრუებული ვიყავით, რომ ბიზნესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობდა რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ, იმ დამანგრეველი ომის შემდეგ ჩვენი ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებული აქვს, რუსეთმა ორი სამხედრო ბაზა ააგო ჩვენს ისტორიულ მიწაზე, რუსეთმა აღიარა ე.წ დამოუკიდებლობა ჩვენი ისტორიული რეგიონებისა და ეს ოკუპაცია კვლავ გრძელდება.

ამიტომ, ჩემი კითხვა ევროპელი და ამერიკელი მეგობრებისადმი არის შემდეგი: ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თქვენ აგრძელებდით ბიზნესს რუსეთთან, სანქციები არ გქონდათ დაწესებული, ევროკავშირმა 2,3 ტრილიონი დოლარი გადაიხადა 2022 წლამდე რუსეთთან, არავის გაუჩერებია ბიზნესი რუსეთთან, ამ სიტუაციაში კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს, გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს რაც შეიძლება მალე. შევუერთდით 500-ზე მეტ რეზოლუციას, სრულად შევესაბამებით საერთაშორისო სანქციებს, სახდეპმა განაცხადა, რომ საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები, ეროვნული ბანკი სრულად შეესაბამება ფინანსურ სანქციებს, მაგრამ რაც შეეხება ეკონომიკურ სანქციებს, მინდა განვმარტო - საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 1 მილიარდ დოლარზე ნაკლებია რუსეთთან. ევროკავშირი მხოლოდ 4 დღეში იმას ვაჭრობს, რასაც ჩვენ მთელი წლის განმავლობაში. ეს სასაცილოა.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე. კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარე ფორუმზე ღარიბაშვილმა პროპაგანდისტული გზავნილები გააკეთა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა