logo
ENG


კოლომინა რუსულ კანონზე: ეს იყო დემოკრატიული სტანდარტების წინააღმდეგ კანონი
  • 621ნახვები

მარტში იმყოფებოდა ბრიუსელში მინისტრი დარჩიაშვილი და აპრილში პრემიერმინისტრი. მეც ვიღებდი მონაწილეობას ამ შეხვედრაში. ასევე, ჩვენი შეშფოთება გავაჟღერე, რომელიც რეფორმების რიტმთან დაკავშირებით, მათ შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით, ზოგიერთი რეფორმის შინაარსობრივ მხარესთან გვაქვს შეშფოთება, რომელიც გადმოვეცით, ძალიან ნათლად გავაჟღერე. მაგალითად, უცხოელი აგენტების კანონი და მოხარულები ვართ, რომ აღნიშნული კანონის გაუქმება მოხდა. ჩვენი აზრით, ეს იყო დემოკრატიული სტანდარტების წინააღმდეგ კანონი. ისეთი, რომელიც პარტნიორებს, ჩვენს პარტნიორებს, დემოკრატიულ პარტნიორებს, როგორც საქართველო, უნდა გააჩნდეთ.

განაცხადა NATO- გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე [სინქრონული თარგმანი].

საუბარია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსულ კანონპროექტზე, რომლის გამოც მმართველი პარტია მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო



ასევე ნახეთ
close დახურვა