logo
ENG


გვარამია: ღარიბაშვილის ტექსტები იყო კატასტროფა, საქართველო დასავლურად შეფუთული ბელარუსია
  • 835ნახვები

ლავროვის ოჯახი ვეღარსად ვეღარ დადის და დროის სატარებლად საქართველოში ჩამოდის. თავად ლავროვი ვეღარსად ვეღარ დადის და მის ნაცვლად რუსეთის მესიჯებს ახმოვანებს ღარიბაშვილი. არა რუსეთის ტრადიციული სატელიტები - შუა აზია, სომხეთი ან სხვა, არამედ საქართველოს პრემიერი.

ღარიბაშვილის ტექსტები კატარში იყო სრული კატასტროფა, სრული - ყოველი სიტყვა.

არც რუსული კანონი, არც ფრენების აღდგენა, არც პოლიტპატიმრები ან სხვა არ არის მიახლოებით თანაზომადიც კი იმ უმძიმეს, ღიად ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებთან, რასაც ღარიბაშვილი საერთაშორისო ფორუმებზე სჩადის. ის აკეთებს იმას, რასაც გააკეთებდა ლუკაშენკო, სადმე რომ იწვევდნენ სასაუბროდ. დღეს საქართველო არის დასავლურად შეფუთული ბელარუსი (ჯერ კიდევ დასავლურად შეფუთული). საქართველო დღეს გრუზიაც კი აღარაა - ბელოგრუზიაა.

წერს მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია Facebook-ზე და ასე ეხმაურება პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ გამოსვლას კატარში, ეკონომიკურ ფორუმზე. კატარში ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა პროპაგანდისტული გზავნილები და თქვა, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენა "ჩვეულებრივი ამბავია".



ასევე ნახეთ
close დახურვა