logo
ENG


ელჩი: გილოცავთ, ისრაელსა და საქართველოს შორის კავშირი და მეგობრობა უნიკალურია
  • 507ნახვები

ჩემთვის დიდი პატივია ისრაელის ხალხისა და სახელმწიფოს სახელით მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

1918 წელი საქართველოს ისტორიაში იყო გადამწყვეტი, როდესაც ერი გაერთიანდა დემოკრატიული ღირებულებების, ინკლუზიურობისა და თანასწორობის პრინციპების გარშემო.

დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე თქვენ უდიდესი სირთულეებისა და გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით, მაგრამ თქვენ ყოველ ჯერზე აჩვენეთ ურყევი ნება და სწრაფვა სახელმწიფოებრიობისკენ. თქვენ განუწყვეტლივ მიისწრაფვით პროგრესისკენ, რათა შექმნათ საზოგადოება, სადაც თითოეული მოქალაქე იქნება ღირებული და დაცული.

ისრაელსა და საქართველოს შორის კავშირი და მეგობრობა უნიკალურია, და ის საერთო ღირებულებებით არის განმტკიცებული. ჩვენ ორივეს გვესმის თუ რაოდენ ძვირფასია სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა.

ნათქვამია საქართველოში ისრაელის ელჩის ჰადას მეიცადის მილოცვაში.



ასევე ნახეთ
close დახურვა