გულითადად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს ამაყი ხალხი იმსახურებს, თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და ააშენოს წარმატებული ცხოვრება მშვიდობიან დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და საქართველოში ჩვენი მეგობრების ევროპულ მისწრაფებებს.
ტვიტერზე წერს ბელარუსის ოპოზიციონერი ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია.