logo
ENG


ზელენსკი: ქართველ ხალხს თავისუფალ, მშვიდობიან, გაერთიანებულ ევროპულ ოჯახში ყოფნას ვუსურვებ
  • 892ნახვები

დღეს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. ვულოცავ ქართველ ხალხს და მინდა, რომ ჩვენთან და ევროპის ყველა სხვა ერთან ერთად თავისუფლად, მშვიდობიან და გაერთიანებულ ევროპულ ოჯახში იყვნენ. ამას ვუსურვებ მთელ საქართველოს - და თქვენი ქვეყნის იმ ნაწილებსაც, რომლებიც ჯერჯერობით რუსული ოკუპაციის ქვეშ არიან. ჯერჯერობით! საქართველო ერთ-ერთი უძველესი და მნიშვნელოვანი ისტორიული ძალაა და ეს ძალა დაუძლეველია, ამაში დარწმუნებული ვარ. ოკუპანტი წააგებს. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვის დროს თქვა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა