logo
ENG


ვოლსკი: უკეთესი პირობების შექმნის დაინტერესება რომ არ იყოს, არც ფრენები აღდგებოდა
გია ვოლსკი
27 მაი, 2023 15:59
ვოლსკი: უკეთესი პირობების შექმნის დაინტერესება რომ არ იყოს, არც ფრენები აღდგებოდა
  • 587ნახვები

ქართული მხარის დაინტერესება რომ არ იყოს, თავის თანამემამულეებს უკეთესი პირობა შეუქმნას, რასაკვირველია, არც ფრენების აღდგენა მოხდებოდა და რასაკვირველია, მოხდებოდა ის, რასაც ჰქვია ეკონომიკური სანქციებით კონფრონტაცია, რაც საქართველოს დაანგრევს. აქედან გამომდინარეობს ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება - რაც შეეხება გადაწყვეტილებას ფრენების აღდგენაზე, რუსეთმა მიიღო როგორც შეწყვეტის, ასევე, აღდგენის გადაწყვეტილება. 

განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრის დროს. გუშინ ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ ფრენები ქართული ხელისუფლების მოთხოვნის საპასუხოდ აღადგინა - დღეს ამას პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პუტინი, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის მთავრობას გულისხმობდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა