logo
ENG


კალიურანდი ზურაბიშვილზე: თამამი და ძლიერი განცხადება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
  • 574ნახვები

ძალიან თამამი და ძლიერი განცხადება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მოუთმენლად ველოდები პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოსმენას შემდეგ კვირას ბრიუსელში, ევროპარლამენტში.

ასე აფასებს ევროპარლამენტარი, მარინა კალიურანდი სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას 26 მაისის ღონისძიებაზე. ზურაბიშვილმა 26 მაისს ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა გააკრიტიკა და თქვა, რომ გაუგებარია, სად გაქრა სიტყვები "ევროპა ჩვენი არჩევანია". მან თქვა ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობა ევროპულ არჩევანს არ დათმობს და დროა, მთავრობამ ეს პირობა შეასრულოს.



ასევე ნახეთ
close დახურვა