logo
ENG


ცისკარიშვილი: პუტინმა ისე ჩაუშვა ესენი, როგორც ივანიშვილი ჩაუშვებს აქ ქართველ მარიონეტებს
  • 794ნახვები

ალბათ, მოუსმინეთ, პრემიერი გამოვიდა და პოლიტიკური უტიფრობის მწვერვალები დაიპყრო, როდესაც თქვა, ალბათ, წინა ხელისუფლება სთხოვდა ამასო - სინამდვილეში, პუტინმა - ჟარგონულად რომ ვთქვათ - როგორ ჩაუშვა იცით ესენი? როგორც ბიძინა ივანიშვილი, დრო რომ მოვა, ბოლო სერიაში, ყველას, ვინც მასთან გარიგებულია და ე.წ. ოპოზიციაა, ბიძინა ივანიშვილი ჩაუშვებს აქ თავის ქართველ მარიონეტებს, ვინც მასთან თანამშრომლობენ. სწორედ ეს გააკეთა პუტინმა რამდენიმე დღის წინ.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა ფორმულასთან კომენტარში. რამდენიმე დღის წინ ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება ქართული ხელისუფლების მოთხოვნის საპასუხოდ მიიღო - მოგვიანებით, ქართული ოცნების ლიდერებმა განაცხადეს, რომ ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი ამ განცხადებაში წინა ხელისუფლებას გულისხმობდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა