logo
ENG


სააკაშვილი: დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხი გამათავისუფლებს, ბოლომდე ბრძოლას ვაპირებ
  • 371ნახვები

იმ ხალხის გასაგონად ვისაც ჩემთვის სიტყვა "თავისუფლება" არ ემეტება და მხოლოდ "ადეკვატური მკურნალობით” იფარგლება. მეგობრებო, მე აქ სამკურნალოდ არ ჩამოვსულვარ. თავი გავწირე ქვეყნის გადასარჩენად. თქვენც ხომ კარგად იცით, რომ სრულიად ყალბი ბრალდებებით ვარ "გასამართლებული" და თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პატიმარი ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი მაინც გამათავისუფლებს და თქვენგანაც ველი მეტ გამბედაობას. ბოლოსდაბოლოს ევროპარლამენტი, პოლონეთის და ლიეტუვის სეიმები, საფრანგეთის და უკრაინის პრეზიდენტები ითხოვენ ჩემს გათავისუფლებას. ერთი წუთით არ ვეგუები ამ უსამართლო, პუტინის პირად პატიმრობას! ვაპირებ ბოლომდე ბრძოლას თავისუფლებისთვის და თქვენი იმედი მაქვს ასევე.

 

წერს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა