როდესაც უკრაინელების ხელში არსებული Patriot-ის სისტემები უზრუნველყოფენ რუსული რაკეტის 100%-იან მოგერიებას, ტერორი დამარცხდება. რა თქმა უნდა, არ არსებობს უფრო დიდი დამცირება ტერორისტული სახელმწიფოსთვის, ვიდრე ჩვენი მეომრების წარმატებაა. ჩვენი წარმატებით, ზეწოლითა და Patriot-ებით უნდა გავაგრძელოთ რუსული ბოროტების ყველა გამოვლინებაზე პასუხის გაცემა. ჩვენ გავანადგურებთ ამ ბოროტებას.
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.
გუშინ, რუსულმა ძალებმა კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. 11 საათის შემდეგ ქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა.