logo
ENG


მდინარაძე დემარშზე: რეგიონში ყველგან ღიაა ცა, მაინც და მაინც, დედა უნდა ეტიროს ჩვენს ქვეყანას
  • 714ნახვები

სანქციებს ითხოვენ. ეს არის პრაქტიკულად და თეორიულადაც სანქციების მოთხოვნა. ჩვენი მეზობელი ქვეყნები ავიღოთ, NATO-ს წევრი თურქეთი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით, აზერბაიჯანი, სომხეთი, ისრაელი - ანუ რეგიონში ყველგან დაფრინავს, ყველგან ღიაა ცა და მაინცდამაინც ჩვენ უნდა ჩავკეტოთ და მაინც და მაინც ბოდიში ყველასთან გამოთქმისთვის, დედა უნდა ეტიროს ამ ქვეყანას. არავინ არ საყვედურობს სხვა ქვეყანას არაფერს, NATO-ს წევრ ქვეყანას არ საყვედურობს არავინ და საქართველოს საყვედურობენ, სადაც ჯარი გვიდგას დედაქალაქიდან 30 კილომეტრში.

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე. 29 მაისს ევროკაშირის ქვეყნების ელჩებმა ვიცეპრემიერ ლევან დავითაშვილს რუსეთთან ფრენებზე დემარში გამოუცხადეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა