logo
ENG


ვოლსკი პრემიერზე: ამაზე ლაპარაკობს უამრავი ექსპერტი, NATO-ს გენერალური მდივნით დამთავრებული
გია ვოლსკი
31 მაი, 2023 16:24
ვოლსკი პრემიერზე: ამაზე ლაპარაკობს უამრავი ექსპერტი, NATO-ს გენერალური მდივნით დამთავრებული
  • 402ნახვები

საკმაოდ უკმეხი ინტერპრეტაცია იყო პრემიერმინისტრის განცხადებისა - მან თქვა, რომ ერთ-ერთი მიზანი, რაზედაც ლაპარაკობს არა მარტო პრემიერმინისტრი, უამრავი მსოფლიო დონის ექსპერტი, რომის პაპიდან დაწყებული, NATO-ს გენერალურ მდივანზე დამთავრებული საუბრობენ იმაზე, რომ რუსეთის აგრესიის მიზანიც სწორედ ეგ იყო, ისევე როგორც, 2008 წელში განაცხადა რუსეთმა და მაშინ არავის ხმა არ ამოუღია, რომ აგრესია სწორედ მიმართული იყო საქართველოს წინააღმდეგ, NATO-ს გაფართოების წინააღმდეგ და ა.შ. მაგრამ ეს ის თემა არ არის, რითაც ჩვენ რაიმენაირად ვეწინააღმდეგებით იმ სტრატეგიას, რომელიც უკვე გვაქვს კონსტიტუციაში ჩაწერილი და პირიქით, ეს არის თემა, მისწრაფება უკრაინის არის, რჩება დღის წესრიგში, ისევე, როგორც ჩვენი საკონსტიტუციო ჩანაწერი.

გარდა ამისა, სულ ახლახან ევროკომისიის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება, რომ მიზეზი ამისა იყო ევროპულ ოჯახთან უკრაინის დაახლოების პროცესი. თუკი ასეთ ინტერპრეტაციას გავაკეთებთ, როგორც ნაც რევკომმა გააკეთა, გამოდის, რომ ევროკომისიის თავმჯდომარე ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისკენ არ მოგვიწოდებს? პირიქით? რუსეთი თავს არ დაგესხათო გვაფრთხილებს. ასე რომ, ინტერპრეტაციის მიუხედავად, თემა დღის წესრიგში დგას და მე ვფიქრობ, ეს დაპირისპირება სამართლიანად დამთავრდება - ჩვენ მხარს ვჭერთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობას და არა მარტო, საკმაოდ სერიოზული და მყარი პოზიცია გვიკავია, როცა საქართველო-NATO-ს ურთიერთობაზე ვლაპარაკობთ. ნებისმიერი პოლიტიკოსი, თუ ადამიანი, ვინც ამ თანამშრომლობის ხარისხს ვერ ხედავს, მე ვფიქრობ, ან თვალთმაქცობს ან განგებ საქართველოს დაზიანება განუზრახავს.

ასე აფასებს ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ უკრაინაში რუსეთის ომის ერთ-ერთი "მიზეზი" NATO-ს გაფართოება იყო.



ასევე ნახეთ
close დახურვა