logo
ENG


ჯაფარიძე ზურაბიშვილზე: ნახევარ სიმართლეს ლაპარაკობს, არ ამბობს, რომ სათავე ივანიშვილია
  • 2930ნახვები

მე ყოველთვის ამას ვამბობ ხოლმე, ქალბატონი სალომეს გამოსვლების შემდეგ, რომ ნახევარ სიმართლეს ლაპარაკობს. მთავარი სიმართლე რაც არის, რომ ამ ყველაფრის სათავე და პასუხისმგებლობა არის ივანიშვილზე და საბოლოო ჯამში, რუსული პროექტი და რუსული ამბავია, ამას არ ამბობს. ეგ მგონია მე პრობლემა - ასე მიჩქმალვით და ამაზე თვალით დახუჭვით, თუნდაც ამ მაღალი ტრიბუნის არგამოყენებით ამ თვალსაზრისით, არ მგონია, რომ ევროპელებს რამე გამოეპაროთ.

ასე შეაფასა გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ გიორგი თარგამაძის ფორმულას ეთერში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ევროპარლამენტში.



ასევე ნახეთ
close დახურვა