logo
ENG


ბეჟაშვილი: საქართველო რუსეთის ინტერესებს გამოხატავს და ბუნებრივია, ეს განგაშის საფუძველია
  • 494ნახვები

პროგრესული სამყარო დღეს უკრაინის სოლიდარობით არის დაკავებული და ეხმარება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, ამ ვითარებაში საქართველო გამოხატავს რუსეთის ინტერესებს და ბუნებრივია, ეს განგაშის საფუძველს უნდა იძლეოდეს როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე, ქვეყნის შიგნით.

ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ბეჟაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებასთან დაკავშირებით.

ზელენსკიმ მოლდოვაში მიმდინარე სამიტზე თქვა: "ჩვენ გვჭირდება უბრალოდ მშვიდობა და სწორედ ამიტომ ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და არ სურთ რომ რუსეთი შეიჭრას მათ ტერიტორიაზე, უნდა გახდეს ევროკავშირის და NATO-ს წევრი. მხოლოდ და მხოლოდ 2 ალტერნატივა არსებობს. პირველი: ან უნდა გაიხსნას საომარი მოქმედებები ან უნდა დაიწყოს მცოცავი ოკუპაცია. ჩვენ ვხედავთ რაც ხდება ბელარუსში. ეს ძალიან პრობლემატურია. ჩვენ ვხედავთ რა ხდება საქართველოში. ვხედავთ, ეს ერები როგორ სტრესში არიან, როგორ ხდება მათი ჩათრევა ამ განუკითხაობაში, მაგრამ რას ხედავენ ისინი".



ასევე ნახეთ
close დახურვა