logo
ENG


ბოკერია: საქართველო ჯერ არაა ბელარუსი, მაგრამ რეჟიმს ტრაექტორია მაგ მიმართულებით აქვს
გიგა ბოკერია
01 ივნ, 2023 20:36
ბოკერია: საქართველო ჯერ არაა ბელარუსი, მაგრამ რეჟიმს ტრაექტორია მაგ მიმართულებით აქვს
  • 599ნახვები

ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკის მიუხედავად, ჯერჯერობით, საქართველო ბელარუსი არ არის, მაგრამ ტრაექტორია ამ რეჟიმს სწორედ მაგ მიმართულებით აქვს. საქართველოს მოქალაქეებისთვის აღმაშფოთებელი ის კი არ უნდა იყოს, ზუსტი შეფასება და პარალელი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა თუ არა, არამედ ის, რომ რაზეც ზელენსკიმ ილაპარაკა, რომ NATO-ში გაწევრიანება უნდა მოხდეს უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის, იმიტომ რომ NATO-ს გაფართოებას ალტერნატივა არ აქვს ევროპის უსაფრთხოების თვალსაზრისით, ამაზე ჩვენივე მთავრობა ხმას არ იღებს.

 

განაცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ. 

ზელენსკიმ მოლდოვაში მიმდინარე სამიტზე თქვა: "ჩვენ გვჭირდება უბრალოდ მშვიდობა და სწორედ ამიტომ ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და არ სურთ რომ რუსეთი შეიჭრას მათ ტერიტორიაზე, უნდა გახდეს ევროკავშირის და NATO-ს წევრი. მხოლოდ და მხოლოდ 2 ალტერნატივა არსებობს. პირველი: ან უნდა გაიხსნას საომარი მოქმედებები ან უნდა დაიწყოს მცოცავი ოკუპაცია. ჩვენ ვხედავთ რაც ხდება ბელარუსში. ეს ძალიან პრობლემატურია. ჩვენ ვხედავთ რა ხდება საქართველოში. ვხედავთ, ეს ერები როგორ სტრესში არიან, როგორ ხდება მათი ჩათრევა ამ განუკითხაობაში, მაგრამ რას ხედავენ ისინი".



ასევე ნახეთ
close დახურვა