logo
ENG


ელვუდი: შოკისმომგვრელი იყო, როცა ბრატისლავაში ღარიბაშვილმა უკრაინაში ომში NATO დაადანაშაულა
  • 560ნახვები

მინდა დავიწყო იმის თქმით, რამდენად მტკიცეა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობა. ჩვენ გვსურს ვიხილოთ, რომ საქართველო მომავალში გაძლიერდეს, გააძლიეროს საკუთარი დემოკრატია და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაიბრუნოს. შესაბამისად, საქართველო უნდა იყოს ემპათიური უკრაინის მიმართ, უნდა უჭერდეს მხარს მას და შესაბამისად, ჩვენთვის შოკისმომგვრელი იყო ბრატისლავას კონფერენციაზე პრემიერმინისტრი ღარიბაშვილის განცხადება, როცა მან დაადანაშაულა NATO უკრაინაში მიმდინარე ომში. და ძალიან ვწუხვარ, რომ მან არ გამოიყენა შანსი, რომ შეესწორებინა საკუთარი ქვეყნის პოზიცია, რაც, ჩემი აზრით, არ შეესაბამება მის სიტყვებს. 

განაცხადა ბრიტანეთის პარლამენტის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ ტობიას ელვუდმა ფორმულას ეთერში, გადაცემაში პოლიტმეტრი. 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა