logo
ENG


ალასანია სააკაშვილზე: როგორც ყოველთვის, სისუსტე აქვს, ბოლოს 61-62 კგ იყო
  • 1722ნახვები

სისუსტე როგორც ყოველთვის აქვს, რა თქმა უნდა. სულ ერთი და იგივე პოზაში წევს. რამდენჯერმე აწონეს, ბოლოს 62-61 კგ თამაშობდა და ახლა აღარ ვიცი უკვე, მართალი გითხრათ.

[პოლონელ ექიმებზე] რაღაც მოძრაობა არის თითქოს, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შეიძლება მომდევნო კვირას ეს უკვე შედგეს, იმედი მაქვს.

განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ.

კლინიკა ვივამედთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება - იქ მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით ნაციონალური მოძრაობის წევრები და მისი მხარდამჭერები არიან შეკრებილები.



ასევე ნახეთ
close დახურვა