logo
ENG


ბექა გრიგორიადისი: ყოველდღე აქ ვიქნებით, ჩემი გეგმაა, რომ ლაზარე დავიხსნა
  • 975ნახვები

ყოველდღე აქ ვიქნებით, ჩემი გეგმა არის, რომ ჩემი შვილი, ჩემი ლაზარე დავიხსნა იმ უსამართლობისგან, რა უსამართლობის წინაშეც დგას ბავშვი. მაქსიმალურად შევეცადე, გავრკვეულიყავი ყველაფერში, გავერკვიე და დავრწმუნდი, რომ ბავშვს აბრალებენ იმას, რაც არ გაუკეთებია.

იმ დღეს იქ ვიყავი, როცა იჭერდნენ, მე ეგეთი არაფერი მინახავს, მოსკოვში თუ მინახავს. მგონია, რომ პოლიციელებს სპეციალურად აკეთებინებენ იმას, რომ ინსტიტუტი საერთაშორისო არენაზე დაბლა დაწიონ, გაუფუჭონ სახელი. თუ რამე კარგი იყო საქართველოში ყველაფერი გაგვიფუჭდეს, რომ ევროკავშირმა გვითხრას, თქვენ არაფერს არ იმსახურებთ, იყავით რუსეთთან.

განაცხადა მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის მამამ. რამდენიმედღიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ, ბექა გრიგორიადისმა გუშინ პარლამენტის უკან კარავი გაშალა.



ასევე ნახეთ
close დახურვა