logo
ENG


ზელენსკი: არის სხვადასხვა ქვეყანა, რომელთა გარეშეც რუსეთი ვერ შეძლებდა ეწარმოებინა რაკეტები
  • 622ნახვები

ჩვენ დეტალურად გავაანალიზეთ, როგორ უვლის გვერდს რუსეთი სანქციებს და ვინ ეხმარება მას. ეს არის სხვადასხვა ქვეყანა და სხვადასხვა კომპანია, რომელთა გარეშეც რუსეთი ვერ შეძლებდა ეწარმოებინა ტერორის იარაღი, მათ შორის რაკეტები. სამწუხაროდ, ტერორისტული სახელმწიფო ახერხებს მსოფლიოს ტექნოლოგიების გამოყენებას მომწოდებელთა ქსელის მეშვეობით და საერთაშორისო სანქციების რეჟიმების გვერდის ავლას. ჩვენ ვხედავთ არსებული სანქციების გვერდის ავლის ყველა მიმართულებას, ყველა ქვეყანას, რომლის ტერიტორიას, იურისდიქციასა თუ მოქალაქეებს რუსეთი ტერორის გასაგრძელებლად იყენებს. პარტნიორებთან ერთად ჩვენ უნდა დავხუროთ ყველა ასეთი სივრცე, უნდა ვუზრუნველყოთ, რომ რუსული რაკეტები და იარაღი არ შეიცავდეს თავისუფალი სამყაროს მიერ წარმოებულ პროდუქციას. ამისთვის, საჭირო ნაბიჯები გადაიდგმება.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა