logo
ENG


ნაუსედა კახოვკას ჰესის აფეთქებაზე: რუსეთმა პასუხი უნდა აგოს, უკრაინამ კი გაიმარჯვოს
  • 407ნახვები

ჩვენ დღეს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე უპრეცედენტო თავდასხმის მომსწრეები გავხდით. მთავარი კაშხლის განადგურება ომის დანაშაულია, რომელიც პირდაპირ უქმნის საფრთხეს ათასობით ადამიანს. რუსეთმა ამაზე პასუხი უნდა აგოს, უკრაინამ კი ამ ომში გაიმარჯვოს, რათა უსაფრთხოდ იყოს.

წერს Twitter-ზე ლიეტუვას პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა.

დღეს დილით, რუსულმა ძალებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, სახიფათო ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.



ასევე ნახეთ
close დახურვა