logo
ENG


სააკაშვილი კახოვკას ჰესის აფეთქებაზე: პანიკის ნიშანია, მოვლენები ომში ძალიან დაჩქარდება
  • 455ნახვები

რუსებმა ააფეთქეს კახოვკის დამბა ხერსონში. ეს უკიდურესად პანიკის ნიშანია. რაც ნიშნავს, რომ მოვლენები ომში ძალიან დაჩქარდება. მთავარია, ჩვენ უკრაინელების გამარჯვებამდე არ დავუშვათ, რომ საქართველოს საოკუპაციო ხელისუფლებამ ბოლომდე ჩაგვაბაროს რუსეთს.

ჩემთვის ამის მნიშვნელოვანი ნიშანი იქნება გაუშვებენ თუ არა ნიკა გვარამიას. მისი არ გაშვება იქნება კიდევ ერთი კარის გამოჯახუნება და ფართოდ გაღება რუსებისთვის და კადიროვის ყაჩაღებისთვის.

წერს Facebook-ზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

 

დღეს რუსულმა ძალებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსი პროკუდინის თქმით, სახიფათო ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.



ასევე ნახეთ
close დახურვა