logo
ENG


მეცოლა კახოვკას ჰესის აფეთქებაზე: ომის დანაშაულია, რომელსაც უპასუხოდ ვერ დავტოვებთ
  • 604ნახვები

ნოვა კახოვკაში ჰიდროელექტროსადგურის ნგრევის შედეგად, უკრაინელი ბავშვები, ქალები და კაცები დაზარალდებიან. ეს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა. ომის დანაშაული, რომელსაც უპასუხოდ ვერ დავტოვებთ. დღეს, როგორც არასდროს, უკრაინას ჩვენი დახმარება სჭირდება.

წერს Twitter-ზე ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა.

 

დღეს დილით, რუსულმა ძალებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსი პროკუდინის თქმით, სახიფათო ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.



ასევე ნახეთ
close დახურვა