კახოვკას ჰესის განადგურება რუსული სისასტიკის ახალ განზომილებას წარმოადგენს, რომელიც საფრთხეში აგდებს ასობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეს. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები ომის დანაშაულად ითვლება. კონტაქტზე ვართ უკრაინასთან ჩვენი დახმარების უზრუნველსაყოფად.
წერს Twitter-ზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი.
დღეს დილით, რუსულმა ძალებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსი პროკუდინის თქმით, სახიფათო ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.